ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა

12 აპრილი 2016

11 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქართველ და გერმანელ მოსამართლეთა მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა. მრგვალი მაგიდის ფარგლებში განიხილეს საკორპორაციო სამართლის საკითხები: საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულებები, საწარმოს დირექტორის პასუხისმგებლობა, უმცირესობაში მყოფ პარტნიორთა უფლებები, წინარე საზოგადოების სამართლებრივი ბუნება; აგრეთვე, სახელშეკრულებო სამართლის ცალკეული საკითხები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ადვოკატები და დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეები.
ღონისძიება ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მხარდაჭერით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი